ომი შუამავლის მეშვეობით

საბჭოთა კავშირის ავღანეთში ომის დროს, მოჯაჰედებს აფინანსებდნენ და წვრთნიდნენ ამერიკელები

საბჭოთა კავშირის ავღანეთში ომის დროს, მოჯაჰედებს აფინანსებდნენ და წვრთნიდნენ ამერიკელები

არაპირდაპირი ომი ან ომი შუამავლის მეშვეობით, არის ისეთი ტიპის ომი, სადაც მოწინააღმდეგე მხარეები იყენებენ მესამე მხარეს, როგორც მათ შემცვლელებს, ერთმანეთთან საბრძოლველად. ამ მიზნით, შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა ქვეყნის მთავრობა, შეიძლება დაიქირაონ მებრძოლები ან რაიმე სხვა მეთოდით ეცადონ, დაასუსტონ მეტოქე. არაპირაპირ ომში, შესაძლებელია მოწინააღმდეგისთვის ზიანის მიყენება, ისე, რომ პირდაპირ, ქვეყანა არ ჩაერთოს სრულმასშტაბიან ომში.

თუმცა, მსგავსი ომები, შეიძლება სრულმასშტაბიანი ომების პარალელურადაც აწარმოოს ქვეყანამ.  თითქმის შეუძლებელია რომელიმე მხარემ მხოლოდ ამ მეთოდით აწარმოოს ომი, რადგან რომელიმე ქვეყნის მაგივრად მებრძოლ ჯგუფს, როგორც წესი, თვითონაც აქვს გარკვეული ინტერესები, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს მათი მფარველის ან დამქირავებლის ინტერესებისგან.

ტიპიურად, ომი შუამავლების მეშვეობით, ყველაზე ეფექტურია და ხშირად გამოყენებადი-ცივი ომების დროს (ცივი ომი ზოგადი მნიშვნელობით-კონფლიქტის მდგომარეობა ორ სახელმწიფოს შორის, როდესაც არ ხდება პირდაპირი სამხედრო ქმედებები, არამედ კონფლიქტი მოიცავს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ქმედებებს, პროპაგანდას და ჯაშუშობას და ასევე ომს შუამავლების მეშვეობით).

ამ ტიპის ომის მაგალითებს მიეკუთვნება სამოას სამოქალაქო ომი (1898-1899), ფინეთის სამოქალაქო ომი (1918), ესპანეთის სამოქალაქო ომი ( 1936-1939), ჩინეთის სამოქალაქო ომი (1927-1950 ), კონგოს კრიზისი (1960-1965) და სხვა.

ცივი ომის პერიოდი

ამ ტიპის ომები ხშირი იყო ცივი ომის დროს ( 1945-91 პოლიტიკური სამხედრო დაძაბულობის პერიოდი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ბლოკებს შორის), რადგან ორი, ბირთვული იარაღით შეიარაღებული სუპერძალას (საბჭოთა კავშირი და ა.შ.შ) არ სურდათ, ერთმანეთთან პირდაპირი ომი, რადგან ამას შეიძლებოდა გამოეწვია ბირთვული ომი, რაც ორივე მხარის ტოტალური განადგურებით დამთავრდებოდა. ერთმანეთთან ომისთვის გამოიყენებოდა მესამე მხარეები, როგორიც იყვნენ ავღანეთი, ანგოლა, კორეა  (კორეის ომი 1950-53), ვიეტნამი, ასევე ახლო აღმოსავლეთის და ლათინური ამერიკის ქვეყნები.

კორეის ომში, საბჭოთა კავშირი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ეხმარებოდა ჩრდილოეთ კორეელ კომუნისტებს გაერთიანებული ერების ძალების წინააღმდეგ, რომელსაც ეხმარებოდა ა.შ.შ. საბჭოთა კავშირი, პირდაპირ არ ჩაება ომში, არამედ გააგზავნა პილოტები, რათა ემართათ MiG-15s ტიპის თვითმფრინავი-კომუნისტებისთვის. ხოლო, ჩინეთი, პირდაპირ ჩაერთო ომში და გააგზავნა ათასობით მოხალისეები 1950 წელს და ხელი შეუშალა გაერთიანებული ერების კოალიციას, ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური მთავრობის დამხობაში.

ვიეტნამის ომში, საბჭოთა კავშირი და ჩინეთი ეხმარებოდა ჩრდილოეთ ვიეტნამს და ვიეტკონგს, ამარაგებდა მას რესურსებით, ეხმარებოდა ლოჯისტიკაში და  წვრთნიდა მებრძოლებს, თუმცა შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, პირდაპირ არ ჩაბმულან ომში, არამედ ებრძოდნენ ამერიკას ვიეტნამის საშუალებით.

საბჭოთა კავშირის ავღანეთში შეჭრის დროს, საბჭოთა წითელი არმია ებრძოდა ავღანელ მოჯაჰიდებს.  ამ ომში, მოჯაჰიდებს ეხმარებოდნენ ამერიკელები, აწვდიდნენ მათ იარაღებს, რესურსებს და წვრთნიდნენ მათ.

ამ პერიოდში მომხდარ ომებს, ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის ასევე მიიჩნევენ შუამავლების მეშვეობით ომად. ისრაელს მიიჩნევენ ამერიკის შუამავლად, ხოლო საბჭოთა კავშირის შუამავლებად ეგვიპტეს, სირიას, იორდანიას და ლებანს.

კუბის კრიზისის შემდეგ, შეერთებული შტატების მთავრობა აქტიურად ცდილობდა ჩამოეგდო კუბის კომუნისტური მთავრობა. მათ შორის იყენებდნენ კუბელ ემიგრანტებს, პუტჩის მოსაწყობად. ერთ ერთ ყველაზე ცნობილ, წარუმატებელ ოპერაციად ითვლება 1961 წელს განხორციელებული ოპერაცია ღორების ყურეში ( Bay of pigs invasion), სადაც ამერიკელების მიერ გაწვრთნილი და დაფინანსებული იყო კუბელი ემიგრანტები, რომელთაც უნდა დაემხოთ კომუნისტური მთავრობა, პრეზიდენტ ოსვალდო ტორადოს მეთაურობით; თუმცა ოპერაცია წარუმატებლად დამთავრდა, შემტევი ძალა დამარცხებულ იქნა სამ დღეში,  კუბის შეიარაღებული ძალების მიერ, რომელთაც მეთაურობდა კუბის პრემიერ მინისტრი-ფიდელ კასტრო.

 

ღორების ყურის ადგილმდებარეობა

ღორების ყურის ადგილმდებარეობა

2 thoughts on “ომი შუამავლის მეშვეობით

Leave a comment