ატომის ჯაშუშები

კლაუს ფუკსი

კლაუს ფუკსი

“ატომის ჯაშუშები”-ასე უწოდებენ შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადაში მყოფ სხვადასხვა ადამიანებს, რომლებიც მიჩნეულია რომ, მეორე მსოფლიო ომისა და ადრეული ცივი ომის პერიოდში, უკანონოდ მიაწოდეს ინფორმაცია საბჭოთა კავშირს, ბირთვული იარაღის წარმოებისა და დიზაინის შესახებ. ზუსტად რა ტიპის ინფორმაცია იქნა მიწოდებული ან ჩამოთვლილ სიაში, იყო თუ არა ნამდვილად, თითოეული მათგანი ჯაშუში, ეს ჯერ კიდევ კამათის საკითხია და ზოგ შემთხვევაში, რაც ადრე მიიჩნეოდა უტყუარ მტკიცებულებად, შემდგომში აღმოჩნდა რომ, ფაბრიკაცია იყო.

თავის დროზე, ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე მეცნიერებს შორის იყო სურვილი, მთელი მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებისთვის გაევრცელებინათ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, თუმცა ეს მკაცრად აიკრძალა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ. Continue reading

შუქშენიღბვა

ომის პერიოდში ან მოსალოდნელი ომის დროს, შუქშენიღბვა ეწოდება, გარემოში, ადამიანისთვის ხილული სინათლის მაქსიმალურად შემცირების პრაქტიკას, განსაკუთრებით კი ქალაქებში შუქის გამორთვის სახით, რასაც შეუძლია მტრის მიერ, საჰაერო რეიდის განხორციელებისას, ხელი შეუშალოს სახმელეთო სამიზნეებისკენ ნავიგაციაში. მსგავსი ქმედება, სანაპირო რეგიონებშიც შესაძლებელია განხორციელდეს, რა დროსაც, ქალაქში შუქის გამორთვით, მოხდება გემების დაცვა, მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების მიერ, მათი სილუეტის შემჩნევისგან, სნაპიროს ფონზე.

შუქშენიღბვა აქტიურად გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომში. მაგ. ბრიტანეთში ვარაუდობდნენ რომ, ბრიტანეთზე განხორციელდებოდა ღამის საჰაერო დაბომბვები, რაც გამოიწვევდა დიდი რაოდენობით ადამიანთა სიკვდილსა და ინფრასტრუქტურის დაზიანებას. ამ პრობლემასთან დაკავშირებით, თანხმდებოდნენ რომ, თუ ხელოვნური სინათლის წყაროების გამორთვა მოხდებოდა, მოწინააღმდეგეს, ნავიგაცია და დამიზნება ბევრად გაურთულდებოდა. ჯერ კიდევ, 1939 წლის ივლისში, მოსახლეობაში გავრცელდა პროკლამაციები, რომლებიც მოუწოდებდა მათ, შუქშენიღბვის პერიოდში, სრულად დამორჩილებოდნენ შუქშენიღბვის რეგულაციებს. Continue reading

მოლოტოვის კოქტეილი

201408195fHistoryOfMo.1c1ca.jpg950x534__filtersquality80

მოლოტოვის კოქტეილი არის სხვადასხვა ტიპის ხელნაკეთი ცეცხლგამჩენი იარაღების საერთო სახელი. იმის გამო, რომ, მათი დამზადება ადვილად შეიძლება, მათ ხშირად იყენებენ პროტესტანტები და არა-პროფესიონალურად აღჭურვილი მებრძოლები, ქალაქში მიმდინარე პარტიზანულ ბრძოლებში. ისინი ძირითადი გამიზნულია, სამიზნის ცეცხლის ალში გასახვევად.

რეცეპტი

მოლოტოვის კოქტეილი შედგება, მსხვრევადი მინის ბოთლისგან, რომელიც სავსეა აალებადი სითხით, როგორიცაა ბენზინი ან ნაპალმის მსგავსი ნარევები, რომელსაც ძრავის ზეთი აქვს დამატებული; ბოთლის პირი ხშირად დახურულია საცობით და მის გარშემო შემოხვეულია აალების წყარო, როგორიცაა ცეცხლმოკიდებული ტანსაცმლის ნაჭერი. ქსოვილის ნაჭერს როგორც წესი, ალკოჰოლში ან ნავთში ასველებენ, ვიდრე ბენზინში. Continue reading

მეხუთე კოლონა

ემილიო მოლა

ემილიო მოლა

მეხუთე კოლონა ეწოდება ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ძირს უთხრის ადამიანთა უფრო დიდ ჯგუფს-შიგნიდან,  როგორიცაა ნაცია ან ალყაშემორტყმული ქალაქი. მეხუთე კოლონის ქმედებები შესაძლოა იყოს დაუფარავი ან შენიღბული. გამოყენებულ ქმედებებს მიეკუთვნება საბოტაჟი, დეზინფორმაციის გავრცელება ან ჯაშუშობა. ადამიანთა ამ ჯგუფს, შეუძლია კოორდინირებულად იმოქმედოს მხარდამჭერ გარე ძალებთან და ხელი შეუწყონ მათ სამხედრო ოპერაციის წარმატებით განხორციელებაში. ამასთანავე, შესაძლოა განხორციელდეს, მხარდამჭერთა ინფილტრაცია, სამიზნე ქვეყნაში არსებულ სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე და შედეგად გავლენა იქონიონ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.

ტერმინი მეხუთე კოლონა, პირველად 1936 წელს, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს გამოიყენეს; კერძოდ ამბოხებულთა გენერალმა, ემილიო მოლამ, ჟურნალისტს უთხრა რომ, მისი ჯარისკაცების ოთხი კოლონა უახლოვდებოდა მადრიდს, ხოლო მხარდამჭერთა მეხუთე კოლონა, ქალაქის შიგნიდან გაუწევდა მათ დახმარებას- რესპუბლიკელთა მთავრობის დამხობაში. შემდგომში ეს ტერმინი ფართოდ გამოიყენებოდა ესპანეთში. ტერმინი დამკვიდრებას ხელი შეუწყო ერნესტ ჰემინგუეის პიესამ-მეხუთე კოლონა, რომელიც მან მადრიდში ცხოვრების იმ პერიოდში დაწერა, როცა ქალაქი იბომბებოდა.

ტერმინის გამოყენების მაგალითები:

1940 წელს, საფრანგეთის სწრაფმა დამარცხებამ, ბევრს აფიქრებინა რომ, ეს „მეხუთე კოლონის“ დამსახურება იყო, ვიდრე უბრალოდ, გერმანელთა სამხედრო უპირატესობის.

ჩრდილოეთ კორეელები, რომლებიც ცხოვრობენ იაპონიაში, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც, იაპონიაში ჩრდილოკორეელ მოქალაქეთა ასოციაციის წევრები (რომელიც თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის მთავრობასთანაა დაკავშირებული) არიან, ზოგიერთი იაპონელის მიერ, “მეხუთე კოლონად” იწოდებიან და ამის გამო, ისინი ზოგჯერ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფის მსხვერპლები ხდებიან.

რადიოლოგიური იარაღი

რადიოლოგიური შეიძლება ეწოდოს ნებისმიერ იარაღს, რომელიც გამიზნულია რადიოაქტიური იზოტოპების  გასავრცელებლად, იმ მიზნით რომ, გამოიწვიოს ადამიანებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების სიკვდილი.

რადიოლოგიური იარაღები,  მასობრივი განადგურების იარაღებს მიეკუთვნება. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ენერგია და რადიაციის ტიპი, ნახევრად დაშლის პერიოდი, ხელმისაწვდომობა, პორტაბელურობა და სხვა, გავლენას ახდენს რადიოლოგიური იარაღის ეფექტზე. რადიოიზოტოპები, რომლებიც ყველაზე დიდი რისკის შემცველები არიან, მიეკუთვნება: 137 Cs, 60 Co, 252 Cf, 192 Ir, 238 Pu, 90 Sr და 226 Ra. Continue reading

ბირთვული ტრიადა

armada-2ბირთვული ტრიადით აღინიშნება, ბირთვული არსენალი, რომელიც სამი კომპონენტისგან შედგება, ტრადიციულად:  სტრატეგიული ბომბდამშენები, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები და ბალისტიკური რაკეტით აღჭურვილი წყალქვეშა ნავები.  ბირთვული არსენალის სამივე კომპონენტის ქონის მიზანია, მნიშვნელოვნად შემცირდეს ალბათობა იმისა, რომ, მოწინააღმდეგემ პირველი დარტყმის განხორციელების შემთხვევაში, შეძლოს, ქვეყნის სრული ბირთვული ძალების განადგურება და შედეგად, უზრუნველყოფს, კონტრ ბირთვული შეტევის განხორციელებას.

ტაქტიკური ბირთვული იარაღების გამოყენება არა-სტრატეგიულ საბრძოლო მოქმედებებში ხდება, ბრძოლის ველზე კონკრეტული სამიზნეების გასანადგურებლად, ამიტომ, ისინი ბირთვულ ტრიადაში არ ითვლება.

მხოლოდ შეერთებულ შტატები და რუსეთი ინარჩუნებს ბირთვულ ტრიადას; სხვა ბირთვული იარაღის მფლობელ ქვეყნებს, არ აქვთ სრული ტრიადისთვის საკმარისი სამხედრო ბიუჯეტი.

შეერთებულ შტატებს აქვს Minuteman ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, რომელთა გაშვება შახტური გამშვები დანადგარიდან ხდება; Trident ტიპის, წყალქვეშა ნავიდან გაშვებადი ბალისტიკური რაკეტები; ასევე B-52 და B-2 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები და ზოგიერთი, შორი მოქმედების ტაქტიკური თვითმფრინავები, რომელთაც შეუძიათ სტრატეგიული/ტაქტიკური B61 ტიპის ბირთვული ბომბისა და სტრატეგიული B83 ტიპის ბირთვული ბომბის ტარება.

რუსეთის სტრატეგიულ სარაკეტო ძალებს აქვთ რამოდენიმე ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, მათ შორის, შახტური გამშვები დანადგარიდან გაშვებადი : Р-36, УР-100Н, მობილური РТ-2ПМ Тополь, Тополь-М, РС-24 “Ярс”.  რუსეთის სტრატეგიული, ატომური წყალქვეშა ნავები, აღჭურვილები არიან შემდეგი ტიპის ბალისტიკური რაკეტებით: Р-29, Р-29РМУ2 და Р-29РМУ2.1, ასევე შექმნის პროცესშია, Р-30 Булава́-30. რუსეთის საჰაერო ძალებში მოქმედებს ზებგერითი Ту-22М და Ту-160 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები, ასევე, ტურბოხრახნული Ту-95.

წინმსწრები ბირთვული დარტყმა

წინმსწრები ბირთვული დარტყმა, ან უბრალოდ პირველი დარტყმა, ბირთვულ სტრატეგიაში ეწოდება წინმსწრებ მოულოდნელ თავდასხმას-ბირთვული იარაღებით. პირველი დარტყმის უნარიანობა არის ქვეყნის უნარი, დაამარცხოს მეორე, ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყანა-მისი არსენალის იმ დონემდე განადგურებით, რომ, მან ვეღარ შეძლოს ომის გაგრძელება; ხოლო თუ ის კონტრ-შეტევას განახორციელებს, მისი სიმძლავრე დიდი არ იქნება, რადგან ქვეყნის ყველაზე სტრატეგიული იარაღები, ამ თავდასხმის დროს უნდა განადგურდეს. უპირატესობა ენიჭება მოწინააღმდეგის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების, შახტური გამშვები დანადგარების, სტრატეგიული ბომბდამშენების აეროდრომების და ბალისტიკური რაკეტით აღჭურვილი წყალქვეშა ნავების მთავარი პორტების მიზანში ამოღებას. ამ სტრატეგიას, საპირისპიროდ მოქმედი ძალა ეწოდება.

პირველი დარტყმის განხორციელებისთვის, კარგ კანდიდატებად ითვლება, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, ქობინების ინდივიდუალური დამიზნებით.

პირველი დარტყმის საწინააღმდეგო საშუალებები:

1)      მეორე დარტყმა-ქვეყნის უნარი, მასზე განხორციელებულ ბირთვულ თავდასხმას, თვითონაც უპასუხოს ძლიერი ბირთვული შეტევით; ამისათვის, ქვეყანამ არ უნდა დაუშვას რომ, თავდამსხმელმა შეძლოს, მისი სრული ბირთვული იარაღის განადგურება.

2)      ბალისტიკური რაკეტით აღჭურვილი ატომური წყალქვეშა ნავების რაოდენობის გაზრდა.  წყალქვეშა ნავები მაღალ მობილურები არიან და ფაქტიურად, შეუზღუდავი მოქმედების მანძილი აქვთ; ნაკლებად სავარაუდოა რომ, ბირთვული დარტყმის დამგეგმავმა ქვეყანამ, შეძლოს მოწინააღმდეგის ყველა ბალისტიკური რაკეტით აღჭურვილი წყალქვეშა ნავების ადგილმდებარეობის განსაზღვრა და მათი ნეიტრალიზება.

3)      შესაძლებელია უფრო გამაგრდეს, სახმელეთო ბაზირების საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების, შახტური გამშვები დანადგარები. ვერც ერთი, რაკეტის შახტური გამშვები დანადგარი ვერ გაუძლებს, ბირთვული იარაღის პირდაპირ მოხვედრას, თუმცა თუ ის საკმარისად გამაგრებული იქნება და იარაღი პირდაპირ არ მოხვდება მას, ის შესაძლოა გადარჩეს.

4)      ბალისტიკური რაკეტების დამონტაჟება შეიძლება ავტოსატრანსპორტო საშუალებებზეც, როგორიცაა მაგ. მოძრავი ამწევ გამშვები დანადგარები; ადგილმდებარეობის შეცვლის უნარის გამო, მოწინააღმდეგისთვის უფრო რთული იქნება მათი განადგურება.

გენერალისიმუსი

ფერდინან ფოში

ფერდინან ფოში

გენერალისიმუსი არის ზოგიერთ ქვეყანაში არსებული უმაღლესი სამხედრო წოდება, რომელიც ხუთ ვარსკვლავიანი სამხედრო წოდების მაღლა დგას.

ტერმინი გენერალისიმუსი, მომდინარეობს იტალიურიდან: generale (გენერალი), დამატებული სუფიქსი-issimo, რაც ნიშნავს: „უმაღლესი ხარისხის/წოდების“.

ისტორიულად, ეს წოდება ენიჭებოდა სამხედრო ოფიცერს, რომელიც ქვეყნის სრულ არმიას ან შეიარაღებულ ძალებს აკონტროლებდა და მხოლოდ, ქვეყნის მეთაურის ქვემდგომი იყო, თუმცა ზოგჯერ, გენერალისიმუსის წოდება, ქვეყნის მეთაურსაც ენიჭებოდა, მაგ. იოსებ სტალინის შემთხვევაში. ზოგიერთ შემთხვევაში, გენერალისიმუსის წოდება ენიჭებოდა რამოდენიმე მოკავშირე ქვეყნების, გაერთიანებული არმიების მეთაურს, როგორიც იყო მაგ. ფერდინან ფოში, პირველ მსოფლიო ომში.

გენერალისიმუსების სია (სია შესაძლოა არ იყოს სრული)

ადამიანი ქვეყანა წელი
ჩან კაიში ჩინეთი 1928
ფერდინან ფოში საფრანგეთი 1918
ალბერტ ფონ ვალენშტეინი ჰაბსბურგები 1625-16301632-1634
ალექსანდრე სუვოროვი რუსეთის იმპერია 1799
ფრანსისკო მირანდა ვენესუელა 1812
მიგელ იდალგო მექსიკა 1810 სექტემბერი1811 თებერვალი
ფრანსისკო ფრანკო ესპანეთი 1936
მაქსიმო გომესი კუბა 1895
იჰსან ნური ფაშა თურქეთი 1930
კარლ XIV შვედეთი 1810-1818
იოსებ სტალინი საბჭოთა კავშირი 1945
კიმ ირ სენი ჩრდილოეთ კორეა 1992
კიმ ჩენ ირი ჩრდილოეთ კორეა 2012
რაფაელ ტრუხილიო დომინიკელთა რესპუბლიკა 1930
სუნ იატსენი ჩინეთი 1917-1918
ანტონიო ლოპეს დე სანტა ანა მექსიკა 1846-1855
მუჰამედ იქბალ შედაი იტალია 1942

 

ჯონ პერშინგი

ჯონ ჯოზეფ „ბლექ ჯეკ“ პერშინგი იყო გენერალი, შეერთებული შტატების არმიაში, რომელიც ხელმძღვანელობდა ამერიკის საექსპედიციო ძალებს, პირველ მსოფლიო ომში. პერშინგი არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც, თავის სიცოცხლეშივე მიიღო, შეერთებულ შტატებში არსებული უმაღლესი სამხედრო  წოდება-არმიების გენერალი.

ჯონ პერშინგი დაიბადა 1860 წლის 13 სექტემბერს, მისურის შტატში, ქალაქ Laclede-ში, ბიზნესმენ ჯონ ფლეტჩერ პერშინგისა და დიასახლის, ანა ელიზაბეტ ტომფსონის ოჯახში. მამის წინაპრები, მეთვრამეტე საუკუნეში, გერმანელი იმიგრანტები იყვნენ. დედის მხრიდან, მას ინგლისელი წინაპრები ჰყავდა. პერშინგს ყავდა ასევე, ორი ძმა და სამი და.  ამერიკის სამოქალაქო ომში, მამამისი მუშაობდა სურსათ-სანოვაგის მიმწოდებლად, მისურის მეთვრამეტე მოხალისე ქვეითი ჯარისთვის, თუმცა, შეიარაღებულ ძალებში არასდროს არ უმსახურია. Continue reading

დულიტლის რეიდი

B-25 ფრინდება Hornet-დან

B-25 ფრინდება Hornet-დან

დულიტლის რეიდი, ასევე ცნობილია ტოკიოს რეიდად, იყო 1942 წლის 18 აპრილს, შეერთებული შტატების მიერ, მეორე მსოფლიო ომში შესრულებული პირველი საჰაერო რეიდი, იაპონიის კუნძულების წინააღმდეგ (განსაკუთრებით კი, იაპონიის ყველაზე დიდ კუნძულზე, ჰონსიუზე). ამერიკელი ჯარისკაცებისა და ხალხისთვის ჩვენებით, რომ, იაპონია დაუცველი იყო ამერიკელთა საჰაერო შეტევების მიმართ, ამან გამოიწვია, ამერიკელთა საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება, რაც, იმ დროისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ასევე, ქმნიდა სამაგიეროს გადახდის შესაძლებლობას, 1941 წლის 7 დეკემბერს, იაპონელთა მიერ, პერლ ჰარბორზე შეტევისთვის. რეიდი დაიგეგმა და შესრულდა ვიცე-პოლკოვნიკ ჯეიმს დულიტლს მიერ. შემდგომში, დულიტლი, თავის ავტობიოგრაფიაში, ყვება რომ, რეიდის მიზანი იყო ამერიკელთა საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და ასევე, იაპონელ ხალხში, მათ ლიდერებში ეჭვის შეტანა, რაც მოხერხდა კიდეც: Continue reading