ბალისტიკა

ბალისტიკა წარმოადენს მექანიკის ნაწილს (მექანიკა შეისწავლის სხეულის მექანიკურ მოძრაობას. მექანიკური მოძრაობა ესაა დროის განმავლობაში სხეულის მდებარეობის ცვლილება სივრცეში სხვა სხეულების მიმართ) რომელიც შეისწავლის სხვადასხვა გასროლილი სხეულების ფრენის მოძრაობას, მათ ეფექტებს და სხვადსხვა თვისებებს, განსაკუთრებით ეს ეხება-ტყვიებს, რაკეტებს, გრავიტაციული ბომბებს (უმართავი ბომბი, რომელიც სიმაღლიდან ეცემა ქვევით, გრავიტაციის მოქმედების შედეგად) და მსგავს ობიექტებს. ასევე განიმარტება, როგორც ინჟინერია, რომლის მიზანი არის, შექმნას, მსგავსი გასროლადი სხეულები, რომელთაც ექნებათ, მაქსიმალურად კარგი ფრენითი მახასიათებლები.

ერთ ერთი პირველი ბალისტიკური სხეულები, იყო ქვები და შუბები, ასევე ბუმერანგები, რომლებსაც სხვადსხვა მიზნით ისროდა ადამიანი.

იარაღების ბალისტიკა ძირითადად შედგება ოთხი ნაწილის: შიდა ბალისტიკისგან, გარდამავალი, იგივე შუალედური ბალისტიკისგან, გარე ბალისტიკისგან და ტერმინალური ბალისტიკისგან.

შიდა ბალისტიკა. ის შეისწავლი გასროლილი სხეულის, მაგ. ტყვიის თვისებებს, იარაღის ლულის შიგნით. ცეცხლსასროლი იარაღის გასროლა ხდება სატყორცნი ნივთიერების (მაგ. დენთის) წვის შედეგად, რომლის დროსაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით აირები, რომლებიც უბიძგებს ტყვიას გამოვარდეს ლულიდან. თუ აირის წნევა, საკმარისზე მცირეა, მაშინ ტყვია ვერ  მიაღწევს თავის სამიზნეს, ხოლო თუ წნევა ძალიან დიდი იქნება, შესაძლოა იარაღის ლულა დააზიანოს. წნევის რეგულაცია, ერთ ერთი მთავარი საკითხია შიდა ბალისტიკაში.

გარდამავალი ბალისტიკა. შეისწავლის ტყვიის (და სხვა გასროლილი სხეულების) თვისებებს, როდესაც ის გამოდის ლულიდან.

გარე ბალისტიკა. შეისწავლის გასროლილი სხეულის მოძრაობას, როდესაც ტყვია გამოსულია ლულიდან და მიფრინავს შუალედურ გარემოში, როგორიცაა დედამიწის ატმოსფერო. ტყვიის ფრენისას, მასზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, როგორიცაა გრავიტაცია, ქარის მიმართულება, ხახუნის ძალა და სხვა, რაც უნდა გათვალისწინებულ იქნას, სანამ მოხდება გასროლა.

ტერმინალური ბალისტიკა. ის შეისწავლის ტყვიის ( ან სხვა გატყორცნილი სხეულის) ურთიერთქმედებას სამიზნეზე, რომელიც სხვადასხვაგვარი შესაძლოა იყოს. სამიზნე შესაძლოა იყოს ადამიანი, ტანკი ან რაიმე სხვა ობიექტი, რომელთაც სხვადასხვაგვარი ზედაპირი აქვთ.

სამხედრო საქმეში, ხშირად გამოიყენება ტერმინი-ბალისტიკური ტრაექტორია.  ბალისტიკური ტრაექტორია, არის გზა (ტრაექტორია), რომელსაც გაივლის ჰაერში ნასროლი ან გაშვებული ობიექტი, რომელზეც მოქმედებს გრავიტაციის ძალა. ბალისტიკური ტრაექტორიის გამოთვლისას, უგულებელყოფენ სხვა ძალების ზემოქმედებას, როგორიცაა მაგ. ჰაერის წინააღმდეგობის შედეგად წარმოქმნილი ხახუნის ძალა.

ა.შ.შ-ს თავდაცვის სამინისტრო და ნატო (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია), ბალისტიკურ ტრაექტორიას განსაზღვრავს, როგორც ტრაექტორიას, რომელიც ეძლევა სხეულს, მას შემდეგ რაც, შეწყდება მასზე მამოძრავებელი ძალის მოქმედება და როდესაც, მის ტრაექტორიის განმსაზღვრელი უმთავრესი ფაქტორი იქნება გრავიტაცია.

ერთი და იგივე სხეული გასროლილი ერთი და იგივე სიჩქარით, მაგრამ განსხვავებული კუთხით, ვაკუუმის პირობებში, ეცემიან სხვადასხვა მანძილზე

ერთი და იგივე სხეული გასროლილი ერთი და იგივე სიჩქარით, მაგრამ განსხვავებული კუთხით, ვაკუუმის პირობებში, ეცემიან სხვადასხვა მანძილზე

ბალისტიკური რაკეტები, ამგვარად მხოლოდ იმიტომ იწოდებიან, რომ რაკეტული ძრავებით მათი მართვა, მხოლოდ ფრენის საწყის სტადიებზე ხდება, ხოლო შემდეგ, მისი მოძრაობის კურსი, იმართება კლასიკური მექანიკის კანონების მიხედვით.

ბალისტიკა ასევე გამოიყენება სასამართლო ექსპერტიზაში, ისეთი დანაშაულების გამოსაძიებლად, სადაც მოხდა იარაღიდან გასროლა.

 

2 thoughts on “ბალისტიკა

Leave a comment