Category Archives: სამხედრო სტატისტიკა

ქვეყნების სია, ბირთვული იარაღის რაოდენობის მიხედვით

არსებობს რვა ქვეყანა, რომლებმაც წარმატებით მოახდინეს ბირთვული იარაღის დეტონაცია. ეს ქვეყნებია შეერთებული შტატები, საბჭოთა კავშირი/რუსეთი, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი და ჩრდილოეთ კორეა. ფართოდ მიჩნეულია, რომ, ისრაელსაც აქვს ბირთვული იარაღები, თუმცა ისრაელი ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს და ზუსტად არაა ცნობილი, მან მოახდინა თუ არა ბირთვული ტესტირება.

ქვეყნები, რომლებიც ცნობილია ან ითვლება რომ, აქვთ ბირთვული იარაღები,  ზოგჯერ იწოდება ბირთვულ კლუბად.

სამხრეთ აფრიკას აქვს უნიკალური  სტატუსი, ქვეყნისა რომელმაც შექმნა ბირთვული იარაღი და შემდგომ დაშალა ისინი.

1985 წელს არსებული 68 000 აქტიური ბირთვული იარაღიდან, მათი რაოდენობა დღეისათვის, დაახლოებით 4100 აქტიურ ბირთვული ქობინამდე, ხოლო მთლიანობაში (არააქტიურის ჩათვლით) 17 000-მდე შემცირდა.

მსოფლიოში, პირველი ქვეყანა, რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა, იყო შეერთებული შტატები, რომელმაც, მეორე მსოფლიო ომში, გაერთიანებულ სამეფოსთან და კანადასთან ერთად, მანჰეტენის პროექტის დროს, შექმნა ის, იმის შიშით, რომ, ნაცისტური გერმანია შექმნიდა მას და გამოიყენებდა მათ წინააღმდეგ. ასევე, შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც გამოიყენა ომში, ბირთვული იარაღი, სხვა ქვეყნის წინააღმდეგ.

ქვეყანაში არსებული ბირთვული იარაღების ზუსტი რაოდენობა ქვეყნის მკაცრ საიდუმლოებას წარმოადგენს და ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში, ცდომილება შესაძლოა დიდი იყოს. ამასთანავე, შეერთებული შტატები და რუსეთი, შედარებით გამჭვირვალე ბირთვული სახელწმიფოები არიან, მაშინ როცა, ჩრდილოეთ კორეა ძალიან ასაიდუმლოებს ინფორმაციას.

სტატისტიკური ინფორმაცია, აღებულია ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციიდან.

ქვეყანა მოქმედი ბირთვული ქობინები მთლიანობაში
შეერთებული შტატები 2150 7 700
რუსეთი 1740 8 500
გაერთიანებული სამეფო 160 225
საფრანგეთი 290 300
ჩინეთი 240
ინდოეთი 80-100
პაკისტანი 90-110
ჩრდილოეთ კორეა <10
ისრაელი 80

ქვეყნების სია, რომელთაც არ ყავთ შეიარაღებული ძალები

ჰაიტის ნაციონალური პოლიცია

ჰაიტის ნაციონალური პოლიცია

ქვემოთ მოცემულია იმ ქვეყნების სია, რომელთაც არ ყავთ შეიარაღებული ძალები. ტერმინ ქვეყნებში იგულისხმება დამოუკიდებელი/სუვერენული ქვეყნები და არ იგულისხმება დამოკიდებული ტერიტორიები, როგორიცაა მაგ. გუამი, ბერმუდა და სხვა-რომელთა თავდაცვაზე, სხვა ქვეყანაა პასუხისმგებელი. Continue reading

ქვეყნების სამხედრო დანახარჯები

ქვემოთ მოცემული ქვეყნების სია, მათ მიერ სამხედრო სფეროში, წლიურად დახარჯული თანხის ოდენობის მიხედვით.

სია დაყრდნობილია საერთაშორისო ინსტიტუტის, Stockholm International Peace Research Institute-ის 2012 წლის კვლევაზე. Continue reading

გლობალური მილიტარიზაციის ინდექსი

გლობალური მილიტარიზაციის ინდექსი ასახავს ქვეყნის სამხედრო სტრუქტურის შედარებით „წონას“ და მნიშვნელობას, ამავე ქვეყნის სხვა სოციალურ სტრუქტურებთან მიმართებაში. Continue reading