Category Archives: ზოგადი

მოლოტოვის კოქტეილი

201408195fHistoryOfMo.1c1ca.jpg950x534__filtersquality80

მოლოტოვის კოქტეილი არის სხვადასხვა ტიპის ხელნაკეთი ცეცხლგამჩენი იარაღების საერთო სახელი. იმის გამო, რომ, მათი დამზადება ადვილად შეიძლება, მათ ხშირად იყენებენ პროტესტანტები და არა-პროფესიონალურად აღჭურვილი მებრძოლები, ქალაქში მიმდინარე პარტიზანულ ბრძოლებში. ისინი ძირითადი გამიზნულია, სამიზნის ცეცხლის ალში გასახვევად.

რეცეპტი

მოლოტოვის კოქტეილი შედგება, მსხვრევადი მინის ბოთლისგან, რომელიც სავსეა აალებადი სითხით, როგორიცაა ბენზინი ან ნაპალმის მსგავსი ნარევები, რომელსაც ძრავის ზეთი აქვს დამატებული; ბოთლის პირი ხშირად დახურულია საცობით და მის გარშემო შემოხვეულია აალების წყარო, როგორიცაა ცეცხლმოკიდებული ტანსაცმლის ნაჭერი. ქსოვილის ნაჭერს როგორც წესი, ალკოჰოლში ან ნავთში ასველებენ, ვიდრე ბენზინში. Continue reading

მეხუთე კოლონა

ემილიო მოლა

ემილიო მოლა

მეხუთე კოლონა ეწოდება ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ძირს უთხრის ადამიანთა უფრო დიდ ჯგუფს-შიგნიდან,  როგორიცაა ნაცია ან ალყაშემორტყმული ქალაქი. მეხუთე კოლონის ქმედებები შესაძლოა იყოს დაუფარავი ან შენიღბული. გამოყენებულ ქმედებებს მიეკუთვნება საბოტაჟი, დეზინფორმაციის გავრცელება ან ჯაშუშობა. ადამიანთა ამ ჯგუფს, შეუძლია კოორდინირებულად იმოქმედოს მხარდამჭერ გარე ძალებთან და ხელი შეუწყონ მათ სამხედრო ოპერაციის წარმატებით განხორციელებაში. ამასთანავე, შესაძლოა განხორციელდეს, მხარდამჭერთა ინფილტრაცია, სამიზნე ქვეყნაში არსებულ სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე და შედეგად გავლენა იქონიონ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.

ტერმინი მეხუთე კოლონა, პირველად 1936 წელს, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს გამოიყენეს; კერძოდ ამბოხებულთა გენერალმა, ემილიო მოლამ, ჟურნალისტს უთხრა რომ, მისი ჯარისკაცების ოთხი კოლონა უახლოვდებოდა მადრიდს, ხოლო მხარდამჭერთა მეხუთე კოლონა, ქალაქის შიგნიდან გაუწევდა მათ დახმარებას- რესპუბლიკელთა მთავრობის დამხობაში. შემდგომში ეს ტერმინი ფართოდ გამოიყენებოდა ესპანეთში. ტერმინი დამკვიდრებას ხელი შეუწყო ერნესტ ჰემინგუეის პიესამ-მეხუთე კოლონა, რომელიც მან მადრიდში ცხოვრების იმ პერიოდში დაწერა, როცა ქალაქი იბომბებოდა.

ტერმინის გამოყენების მაგალითები:

1940 წელს, საფრანგეთის სწრაფმა დამარცხებამ, ბევრს აფიქრებინა რომ, ეს „მეხუთე კოლონის“ დამსახურება იყო, ვიდრე უბრალოდ, გერმანელთა სამხედრო უპირატესობის.

ჩრდილოეთ კორეელები, რომლებიც ცხოვრობენ იაპონიაში, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც, იაპონიაში ჩრდილოკორეელ მოქალაქეთა ასოციაციის წევრები (რომელიც თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის მთავრობასთანაა დაკავშირებული) არიან, ზოგიერთი იაპონელის მიერ, “მეხუთე კოლონად” იწოდებიან და ამის გამო, ისინი ზოგჯერ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფის მსხვერპლები ხდებიან.

გენერალისიმუსი

ფერდინან ფოში

ფერდინან ფოში

გენერალისიმუსი არის ზოგიერთ ქვეყანაში არსებული უმაღლესი სამხედრო წოდება, რომელიც ხუთ ვარსკვლავიანი სამხედრო წოდების მაღლა დგას.

ტერმინი გენერალისიმუსი, მომდინარეობს იტალიურიდან: generale (გენერალი), დამატებული სუფიქსი-issimo, რაც ნიშნავს: „უმაღლესი ხარისხის/წოდების“.

ისტორიულად, ეს წოდება ენიჭებოდა სამხედრო ოფიცერს, რომელიც ქვეყნის სრულ არმიას ან შეიარაღებულ ძალებს აკონტროლებდა და მხოლოდ, ქვეყნის მეთაურის ქვემდგომი იყო, თუმცა ზოგჯერ, გენერალისიმუსის წოდება, ქვეყნის მეთაურსაც ენიჭებოდა, მაგ. იოსებ სტალინის შემთხვევაში. ზოგიერთ შემთხვევაში, გენერალისიმუსის წოდება ენიჭებოდა რამოდენიმე მოკავშირე ქვეყნების, გაერთიანებული არმიების მეთაურს, როგორიც იყო მაგ. ფერდინან ფოში, პირველ მსოფლიო ომში.

გენერალისიმუსების სია (სია შესაძლოა არ იყოს სრული)

ადამიანი ქვეყანა წელი
ჩან კაიში ჩინეთი 1928
ფერდინან ფოში საფრანგეთი 1918
ალბერტ ფონ ვალენშტეინი ჰაბსბურგები 1625-16301632-1634
ალექსანდრე სუვოროვი რუსეთის იმპერია 1799
ფრანსისკო მირანდა ვენესუელა 1812
მიგელ იდალგო მექსიკა 1810 სექტემბერი1811 თებერვალი
ფრანსისკო ფრანკო ესპანეთი 1936
მაქსიმო გომესი კუბა 1895
იჰსან ნური ფაშა თურქეთი 1930
კარლ XIV შვედეთი 1810-1818
იოსებ სტალინი საბჭოთა კავშირი 1945
კიმ ირ სენი ჩრდილოეთ კორეა 1992
კიმ ჩენ ირი ჩრდილოეთ კორეა 2012
რაფაელ ტრუხილიო დომინიკელთა რესპუბლიკა 1930
სუნ იატსენი ჩინეთი 1917-1918
ანტონიო ლოპეს დე სანტა ანა მექსიკა 1846-1855
მუჰამედ იქბალ შედაი იტალია 1942

 

პუგაჩევის კობრა და ფროლოვის ჩაკრა

პუგაჩევის კობრას მანევრი

პუგაჩევის კობრას მანევრი

პუგაჩევის კობრა

უმაღლეს პილოტაჟში, პუგაჩევის კობრა ეწოდება მანევრს, როდესაც, საშუალო სიჩქარით მფრინავი თვითმფრინავი, უეცრად მაღლა სწევს ცხვირს, იღებს ვერტიკალურ და ცოტათი უფრო მეტად გადახრილ პოზიციას, მცირე დროით და შემდეგ, ის ისევ უბრუნდება, ნორმალური ფრენის ფაზას. მანევრის სახელი  უკავშირდება საბჭოთა მფრინავ-გამომცდელ ვიქტორ პუგაჩევს, რომელმაც 1989 წელს, პირველად შეასრულა ეს მანევრი სახალხოდ, პარიზის, „ლე ბურჟე“ საავიაციო შოუში. თუმცა, ეს მანევრი მანამდე შესრულებულ იქნა სუხოის მფრინავ გამომცდელის იგორ ვოლკის მიერ, გამანადგურებელ სუ-27-ზე. Continue reading

კვამლის ფარდა

კვამლის ფარდა ეწოდება კვამლს, რომლის გაშვება ხდება სამხედრო ქვედანაყოფების, როგორიცაა ქვეითი ჯარი, ტანკები, თვითმფრინავები ან გემები-მოძრაობის ან ადგილმდებარეობის შესანიღბად.

კვამლის ფარდის შექმნა შესაძლოა მოხდეს როგორც ყუმბარების საშუალებით, ასევე, შესაძლოა გაშვებულ იქნას, ტანკიდან და სამხედრო გემიდან, სპეციალური გენერატორების საშუალებით. Continue reading

მსოფლიო ომი

მსოფლიო ომი არის ისეთი ომი, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტებიდან, ბევრი, ძლიერი სახელმწიფო მონაწილეობს.

ტერმინი ყველაზე ხშირად გამოიყენება,  მეოცე საუკუნეში მომხდარ, ორ უპრეცედენტო მასშტაბის ომის მიმართ: პირველი მსოფლიო ომი (1914-1918) და მეორე მსოფლიო ომი (1939-1945). თუმცა, ზოგჯერ, ტერმინი გამოიყენება, ზოგიერთი, ადრინდელი, დიდი მასშტაბის ომების აღსაწერადაც.

მსოფლიო ომები, მეოცე საუკუნემდე:

მეოცე საუკუნემდე, არსებობდა რამოდენიმე ომი, რომელიც რამოდენიმე კონტინენტზე მიმდინარეობდა, მაგ:

  • რვა წლიანი ომი (1568-1648)
  • ჰოლანდია-პორტუგალიის ომი (1602-1663)
  • ცხრა წლიანი ომი (1688-1697)
  • შვიდ წლიანი ომი (1754-1763)
  • ამერიკის რევოლუციური ომი (1775-1783)
  • ნაპოლეონის ომები (1803-1815)

მეოცე საუკუნის მსოფლიო ომები

მეოცე საუკუნეში მომხდარი მსოფლიო ომები, მიმდინარეობდა დედამიწაზე დასახლებულ თითქმის ყველაზე კონტინენტზე. ბევრი ქვეყანა, რომელიც იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში, იბრძოდა მეორე მსოფლიო ომშიც, თუმცა არა-აუცილებლად, იგივე მხარეს.

ამ ომებს, უპრეცედენტო სიკვდილიანობა და ნგრევა  მოჰყვა. პირველ მსოფლიო ომში, 16 მილიონზე მეტი ადამიანი მოკვდა, ხოლო დაჭრილების ჩათვლით, დაზარალებულთა რაოდენობა 37 მილიონს აღწევს. მეორე მსოფლიო ომი, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ ომად ითვლება, რომელსაც შეეწირა დაახლოებით 60-80 მილიონი ადამიანი. ამ ომებში, სამოქალაქო პირებს, ჯარისკაცებზე არანაკლები და ზოგჯერ, უფრო დიდი ზარალი მიადგათ, მაგ. მეორე მსოფლიო ომში მოკლული 60-80 მილიონი ადამიანიდან, 38-55 მილიონი, სამოქალაქო პირი იყო.

მეორე მსოფლიო ომში, შეერთებული შტატების მიერ, იაპონიის ქალაქებში, ატომური ბომბების ჩამოგდების შემდეგ, არსებობს მუდმივი შიში, მესამე მსოფლიო ომის დაწყების, რასაც სავარაუდოდ მოჰყვება ბირთვული იარაღების გამოყენება და უდანაშაულო ადამიანთა მასობრივი სიკვდილი.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მომხდარი ომებისთვის, ზოგიერთი პოლიტიკოსი და ავტორები (მაგ. James Woolsy და Alexandre de Marenches) ცდილობდნენ მესამე მსოფლიო ომის, მეოთხე მსოფლიო ომის იარლიყის მიკერებას, როგორიც იყო მაგ. ცივი ომი და დღეს მიმდინარე ომები, ტერორიზმის წინააღმდეგ.  თუმცა, მათი მცდელობის მიუხედავად, არც ერთი მათგანი, არ მიიჩნევა მსოფლიო ომებად.

ტერმინი მესამე მსოფლიო ომით აღიწერება, ჰიპოთეტური მომავლის ომი, რომელიც სავარაუდოდ ბირთვული იქნება და ბევრად უფრო დამანგრეველი, ვიდრე პირველი და მეორე მსოფლიო ომი, ერთად აღებული.

Gunship

AC-130 gunship ესვრის სამიზნეს, წვრთნის დროს.

AC-130 gunship ესვრის სამიზნეს, წვრთნის დროს.

ტერმინ gunship-ს იყენებენ მსუბუქი თვითმფრინავის ან გემის მიმართ, რომელიც მძიმედაა შეიარაღებული.

სამხედრო საზღვაო ძალებში, ტერმინი gunship, პირველად გამოჩნდა მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდში და იყენებდნენ ამერიკის სამოქალაქო ომში გამოყენებული მძიმედ შეიარაღებული, შეჯავშნული, ორთქლის ძრავზე მომუშავე სამხედრო გემების აღსაწერად. Continue reading

სოლისებური წყობა

სოლისებური წყობა ( ასევე, V წყობა) არის კონფიგურაცია, სადაც, შეიარაღებული ძალები გადაადგილდებიან სამკუთხედის ფორმის მწყობრში.  მსგავსი V-ს ფორმის განლაგების გამოყენება დაიწყო ანტიკურ ხანაში და ის ეფექტურად გამოიყენებოდა, მოწინააღმდეგის მეწინავე ჯარების განლაგების გასარღვევად. ეს პრინციპი, შემდგომში, შუა საუკუნეების ევროპულმა ჯარებმაც გამოიყენეს და მას იყენებენ დღესაც, თანამედროვე შეიარაღებული ძალები-იერიშის განხორციელების დროს.

ამ საბრძოლო წყობას დღეისათვის იყენებს სხვადასხვა ქვეყნის პოლიციაც, მასობრივი არეულობების კონტროლის დროს. Continue reading

მოტორიზებული და მექანიზებული ქვეითი ჯარი

მექანიზებული ქვეითი ჯარი

მექანიზებული ქვეითი ჯარი

NATO-ში და უმეტესობა დასავლეთის ქვეყნებში, მოტორიზებული ეწოდება ქვეით ჯარს, რომლის ტრანსპორტირება ხდება სატვირთო და სხვა ტიპის საავტომობილო საშუალებების მიერ. ის განსხვავდება მექანიზებული ქვეითი ჯარისგან, რომელთა ტრანსპორტირება ხდება ჯავშანტრანსპორტიორებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების საშუალებით. Continue reading

ნაღმსაწინააღმდეგო ტრალი

ნაღმსაწინააღმდეგო ტრალი წარმოადგენს მანქანაზე დამონტაჟებულ მოწყობილობას, რომელიც საშუალებას იძლევა, მის წინ მოხდეს-მიწაში ჩაფლული ნაღმების აფეთქება და შედეგად, დანაღმულ ველზე უსაფრთხო გზის გაკეთება. ისინი პირველად გამოიყენეს ბრიტანელებმა, მეორე მსოფლიო ომის დროს.

ნაღმსაწინააღმდეგო ტრალი შედგება, რამოდენიმე მძიმე ჯაჭვისგან, რომელიც დაახლოებით, მუშტის ხელა რკინის ბურთით ბოლოვდება; ისინი მიმაგრებული არიან ჰორიზონტალურ, სწრაფად მბრუნავ ცილინდრზე.  მბრუნავი ცილინდრის საშუალებით, ჯაჭვები ძლიერად ეცემიან მიწას. მათი დარტყმის სიძლიერე, მსგავსია ადამიანის ან მანქანის წონის და ნაღმზე ჯაჭვის დარტყმა იწვევს მის დეტონაციას. Continue reading