ბირთვული ტრიადა

armada-2ბირთვული ტრიადით აღინიშნება, ბირთვული არსენალი, რომელიც სამი კომპონენტისგან შედგება, ტრადიციულად:  სტრატეგიული ბომბდამშენები, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები და ბალისტიკური რაკეტით აღჭურვილი წყალქვეშა ნავები.  ბირთვული არსენალის სამივე კომპონენტის ქონის მიზანია, მნიშვნელოვნად შემცირდეს ალბათობა იმისა, რომ, მოწინააღმდეგემ პირველი დარტყმის განხორციელების შემთხვევაში, შეძლოს, ქვეყნის სრული ბირთვული ძალების განადგურება და შედეგად, უზრუნველყოფს, კონტრ ბირთვული შეტევის განხორციელებას.

ტაქტიკური ბირთვული იარაღების გამოყენება არა-სტრატეგიულ საბრძოლო მოქმედებებში ხდება, ბრძოლის ველზე კონკრეტული სამიზნეების გასანადგურებლად, ამიტომ, ისინი ბირთვულ ტრიადაში არ ითვლება.

მხოლოდ შეერთებულ შტატები და რუსეთი ინარჩუნებს ბირთვულ ტრიადას; სხვა ბირთვული იარაღის მფლობელ ქვეყნებს, არ აქვთ სრული ტრიადისთვის საკმარისი სამხედრო ბიუჯეტი.

შეერთებულ შტატებს აქვს Minuteman ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, რომელთა გაშვება შახტური გამშვები დანადგარიდან ხდება; Trident ტიპის, წყალქვეშა ნავიდან გაშვებადი ბალისტიკური რაკეტები; ასევე B-52 და B-2 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები და ზოგიერთი, შორი მოქმედების ტაქტიკური თვითმფრინავები, რომელთაც შეუძიათ სტრატეგიული/ტაქტიკური B61 ტიპის ბირთვული ბომბისა და სტრატეგიული B83 ტიპის ბირთვული ბომბის ტარება.

რუსეთის სტრატეგიულ სარაკეტო ძალებს აქვთ რამოდენიმე ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, მათ შორის, შახტური გამშვები დანადგარიდან გაშვებადი : Р-36, УР-100Н, მობილური РТ-2ПМ Тополь, Тополь-М, РС-24 “Ярс”.  რუსეთის სტრატეგიული, ატომური წყალქვეშა ნავები, აღჭურვილები არიან შემდეგი ტიპის ბალისტიკური რაკეტებით: Р-29, Р-29РМУ2 და Р-29РМУ2.1, ასევე შექმნის პროცესშია, Р-30 Булава́-30. რუსეთის საჰაერო ძალებში მოქმედებს ზებგერითი Ту-22М და Ту-160 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები, ასევე, ტურბოხრახნული Ту-95.

2 thoughts on “ბირთვული ტრიადა

Leave a comment