ატომის ჯაშუშები

კლაუს ფუკსი

კლაუს ფუკსი

“ატომის ჯაშუშები”-ასე უწოდებენ შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადაში მყოფ სხვადასხვა ადამიანებს, რომლებიც მიჩნეულია რომ, მეორე მსოფლიო ომისა და ადრეული ცივი ომის პერიოდში, უკანონოდ მიაწოდეს ინფორმაცია საბჭოთა კავშირს, ბირთვული იარაღის წარმოებისა და დიზაინის შესახებ. ზუსტად რა ტიპის ინფორმაცია იქნა მიწოდებული ან ჩამოთვლილ სიაში, იყო თუ არა ნამდვილად, თითოეული მათგანი ჯაშუში, ეს ჯერ კიდევ კამათის საკითხია და ზოგ შემთხვევაში, რაც ადრე მიიჩნეოდა უტყუარ მტკიცებულებად, შემდგომში აღმოჩნდა რომ, ფაბრიკაცია იყო.

თავის დროზე, ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე მეცნიერებს შორის იყო სურვილი, მთელი მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებისთვის გაევრცელებინათ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, თუმცა ეს მკაცრად აიკრძალა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ.

როგორც ცნობილია, პირველად, ბირთვულ იარაღზე მუშაობა დაიწყო შეერთებულმა შტატებმა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, სადაც საბჭოთა კავშირს ყავდა საკუთარი ჯაშუშები, რომლებიც  პერიოდულად ინფორმაციას აწვდიდნენ პროექტის განვითარებასთან ერთად. ისტორიკოსებს შორის, საკამათოა ის საკითხიც, თუ, რამდენად დიდი გავლენა იქონია, საბჭოთა ატომური ბომბის შექმნის პროექტის აჩქარებაზე, ჯაშუშების მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ. მიუხედავად იმისა რომ, ამ ინფორმაციას შეეძლო დახმარება გაეწია ბირთვული იარაღის შექმნაში, ზოგიერთი თვლის რომ, იგორ კურჩატოვი (საბჭოთა ატომური ბომბის შექმნის პროექტის დირექტორი) და ლავრენტი ბერია, ჯაშუშების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ძირითადად „შესამოწმებლად“ იყენებდნენ, თუ რამდენად სწორი მიმართულებით მუშაობდნენ საკუთარი მეცნიერები და ამ ინფორმაციას თავისუფლად არ ავრცელებდნენ საბჭოთა მეცნიერებს შორის, რადგან, არ ენდობოდნენ როგორც საკუთარ მეცნიერებს, ისე ჯაშუშების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ამ ხედვის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც რომ, როცა საბჭოთა კავშირში, პროექტზე მუშაობის დროს მოხდა შეფერხება, პრობლემის მიზეზი იყო არა იარაღის დიზაინში, როგორც მანჰეტენის პროექტში, არამედ ის რომ, როცა საბჭოთა კავშირმა დაიწყო პროექტზე მუშაობა, ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ურანის საბადოების ადგილმდებარეობა.

ჯაშუშების მუშაობაზე ცნობილი გახდა პროექტ VENOMA-დან. ეს იყო შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი პროექტი,  სადაც ხდებოდა საბჭოთა სადაზვერვო სააგენტოების მიერ გაგზავნილი შეტყობინებების ხელში ჩაგდება და მათი გაშიფვრა. ზოგიერთი ჯაშუშის იდენტიფიკაცია მოხერხდა, ხოლო ზოგიერთის ვერა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, გამოქვეყნდა საიდუმლო მასალები, სადაც დამატებითი ინფორმაცია იყო ზოგიერთ ჯაშუშებზე.

შეერთებულ შტატებში პროექტს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და გაერთიანებულ სამეფოსთან და კანადასთან ერთად, მის განხორციელებაში უზარმაზარი რესურსები იქნა დახარჯული; მეორეს მხრივ, საბჭოთა კავშირში, ბევრად ნაკლები რესურსები გამოიყო მასზე და ჯაშუშების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღარ გახდა საჭირო ასეთი იარაღის შესაქმნელად აუცილებელი მრავალმხრივი ცდების ჩატარება.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, ამერიკელთა გეგმის შესახებ, შეექმნათ ატომური ბომბი, საბჭოთა კავშირმა აქტიურად დაიწყო აგენტების ძიება. ჯაშუშებისგან ითხოვდნენ ძალიან სპეციფიურ ინფორმაციას, როგორიცაა, ურანის გამოსაყოფად გამოყენებული მეთოდები, დეტონაციის როგორ მეთოდს იყენებდნენ და სხვა;  ასევე ითხოვდნენ ინფორმაციის მუდმივ განახლებას, მანჰეტენის პროექტის განვითარებასთან ერთად.

ამისათვის, საბჭოთა კავშირს ჭირდებოდა ჯაშუშები, რომელთაც ხელი მიუწვდებოდათ საიდუმლო ინფორმაციაზე და ასევე, შეეძლოთ გაგება და ინტერპრეტაცია იმ ინფორმაციისა, რასაც იპარავდნენ. მნიშვნელოვანი იყო ასევე მათი სანდოობა და სანდოობის კრიტერიუმად იყენებდნენ, სჯეროდა ჯაშუშს თუ არა-კომუნიზმის. ერთ ერთი ასეთი ჯაშუში იყო თეოდორ ჰოლი, რომელიც მუშაობდა იმ ატომურ ბომბებზე, რომელთა ჩამოგდება მოხდა იაპონიაში. ჰოლმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საბჭოთა კავშირს, ნაგასაკიში ჩამოგდებული ბომბის შესახებ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაშუშად მიჩნეულია კლაუს ფუკსი. ის იყო, გერმანიაში დაბადებული ფიზიკოსი, რომელიც გაგზავნილ იქნა ამერიკაში, ატომურ პროექტზე სამუშაოდ. ის პროექტში, ერთ ერთ წამყვან მეცნიერად იქცა. კლაუსი კომუნისტური პარტიის წევრი გახდა, ჯერ კიდევ მაშინ როცა, ის გერმანიაში სტუდენტი იყო. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, კლაუსი გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, სადაც ერთ ერთი წამყვანი მეცნიერი გახდა ბირთვულ ფიზიკაში, რის გამოც, ის გააგზავნეს ამერიკაში. მანჰეტენის პროექტში მისი მაღალი პოზიციის გამო, მას ფაქტიურად ყველა ტიპის ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი, რასაც მოსკოვი მოისურვებდა. ასევე, რადგან ის თეორიული ფიზიკოსი იყო, მას ინფორმაციის გააზრებაც შეეძლო, რის გამოც ის, შეუფასებელი ჯაშუში იყო საბჭოთა კავშირისთვის.

მიწოდებული ინფორმაციით, საბჭოთა მეცნიერებს შეეძლოთ გამოეყენებინათ ის მეთოდები, რომლებიც მუშაობდა და დრო და რესურსები არ დაეხარჯათ იმათთვის, რაც მანჰეტენის პროექტში ნაჩვენებ იქნა რომ გამოუსადეგარია. რის გამოც, საბჭოთა ატომური ბომბის შექმნის პროექტი ალბათ რამოდენიმე წლით აჩქარდა.

ცნობილი “ატომის ჯაშუშები”:

კლაუს ფუკსი

მორის კოჰენი

ჰარი გოულდი

დეივიდ გრინგლასი

თეოდორ ჰოლი

ჯორჯ კოვალი

იულიუს და ეთერ როზენბერგები

მორტონ სობელი

Leave a comment