Category Archives: მეორე მსოფლიო ომი

დულიტლის რეიდი

B-25 ფრინდება Hornet-დან

B-25 ფრინდება Hornet-დან

დულიტლის რეიდი, ასევე ცნობილია ტოკიოს რეიდად, იყო 1942 წლის 18 აპრილს, შეერთებული შტატების მიერ, მეორე მსოფლიო ომში შესრულებული პირველი საჰაერო რეიდი, იაპონიის კუნძულების წინააღმდეგ (განსაკუთრებით კი, იაპონიის ყველაზე დიდ კუნძულზე, ჰონსიუზე). ამერიკელი ჯარისკაცებისა და ხალხისთვის ჩვენებით, რომ, იაპონია დაუცველი იყო ამერიკელთა საჰაერო შეტევების მიმართ, ამან გამოიწვია, ამერიკელთა საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება, რაც, იმ დროისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ასევე, ქმნიდა სამაგიეროს გადახდის შესაძლებლობას, 1941 წლის 7 დეკემბერს, იაპონელთა მიერ, პერლ ჰარბორზე შეტევისთვის. რეიდი დაიგეგმა და შესრულდა ვიცე-პოლკოვნიკ ჯეიმს დულიტლს მიერ. შემდგომში, დულიტლი, თავის ავტობიოგრაფიაში, ყვება რომ, რეიდის მიზანი იყო ამერიკელთა საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და ასევე, იაპონელ ხალხში, მათ ლიდერებში ეჭვის შეტანა, რაც მოხერხდა კიდეც: Continue reading

საესკორტო გამანადგურებელი

საესკორტო გამანადგურებელი იყო მეორე მსოფლიო ომის დროინდელი კონცეფცია, თვითმფრინავ გამანადგურებლისა, რომელიც გამიზნული იყო ბომბდამშენების ესკორტირებისთვის, როგორც სამიზნეზე მიახლოების, ისე უკან დაბრუნების დროს.

კარგ საესკორტო გამანადგურებელს, შორი მოქმედების რადიუსი ჰქონდა, საკმარისი ტვყია-წამალი, რათა დაეცვათ ბომბდამშენები და საკმარისი საწვავი, რათა უკან დაბრუნებულიყვნენ.  იმისათვის რომ, თვითმფრინავში ყოფილიყო შესაბამისი ადგილი, დიდი ოდენობის საწვავისთვის, მეორე მსოფლიო ომამდე იყენებდნენ მოდიფიცირებულ ორ ძრავიან მძიმე გამანადგურებლებს. თუმცა, ამგვარი, ორ ძრავიანი მძიმე გამანადგურებლები, მათ საესკორტო ფუნქციას წარმატებით ვერ ართმევდნენ თავს, რადგან ისინი ცუდად მანევრირებდნენ, მაშინდელ, უფრო გავრცელებულ, ერთძრავიან გამანადგურებლებთან შედარებით. შემდგომში, გამანადგურებლების დიზაინის გაუმჯობესებისა და კიდული საწვავის ავზის გამოგონების შედეგად, ერთძრავიანი გამანადგურებლების გამოყენებაც გახდა შესაძლებელი,  საესკორტო ფუნქციისთვის.

მეორე მსოფლიო ომში, ნაცისტური გერმანიის სამხედრო საჰაერო ძალები (Luftwaffe) , ბრიტანეთის ბრძოლაში, იყენებდა Messerschmitt Bf 109s და Bf 110s ტიპის საესკორტო გამანადგურებელ-ბომბდამშენებს. ისინი დაფრინავდნენ Heinkel He 111 და Junkers Ju 88 ტიპის საშუალო ბომბდამშენებთან ერთად და შებრძოლებამდე, ყრიდნენ თავიანთ, მსუბუქ ბომბებს, რაც მათ საშუალებას აძლევდა, მცირე დროის მანძილზე, შებრძოლებოდნენ  ბრიტანულ გამანადგურებელ თვითმფრინავებს.

ამავე პერიოდში, შეერთებულ შტატებში განვითარებულ, საკმაოდ წარმატებული გამანადგურებლებს, რომლებიც გამოიყენებოდა ბომბდამშენთა ესკორტირებისთვის მიეკუთვნება, P-47 Thunderbolt და P-51 Mustang.

თანამედროვეობაში, საესკორტო გამანადგურებლების კონცეფცია მოძველებულად ითვლება (თუმცა, სიტუაციის მიხედვით, სხვადასხვა ტიპის გამანადგურებლებით შესაძლოა მოხდეს მნიშნელოვანი თვითმფრინავების ესკორტირება). საჰაერო უპირატესობის გამანადგურებლების არსებობის შედეგად, როგორიცაა მაგ. F-15 Eagle, შესაძლებელია ბომბდამშენებისა და მოიერიშეების დაცვა, მოწინააღმდეგის გამანადგურებლებისგან-მათთან, მოშორებით, „განცალკევებულად“ შებრძოლებით.

ამასთანავე, საზენიტო რაკეტების განვითარებასთან ერთად, ცხადი გახდა, რომ, მოწინააღმდეგეს საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა, მათი საშუალებითაც შეეძლო, ამიტომ, ამ სიტუაციაში, საესკორტო გამანადგურებელი, ბომბდამშენებს ვერაფრით ვერ დაიცავდა.

ასევე, მრავალმიზნობრივი გამანადგურებლების განვითარებასთან ერთად, როგორიცაა მაგ. F/A-18, შესაძლებელი გახდა როგორც სახმელეთო სამიზნეების განადგურება, ისე, საჰაერო ბრძოლებშიც, საკუთარი თავის ეფექტურად დაცვა.

ბლიცკრიგი (მეორე ნაწილი)

მოქმედების მეთოდები

Schwerpunkt

გერმანელები, ოპერაციების დაგეგმვისას Schwerpunkt-ს ეძახდნენ ე.წ მაქსიმალური ძალისხმევის წერტილს, სადაც  გადამწყვეტი გამარჯვება უნდა მიღწეულიყო და Schwerpunktprinzip-ს ეძახდნენ კონცენტრაციის პინციპს. მაქსიმალური ძალისხმევის წერტილში ხდებოდა სახმელეთო, მოტორიზებული და ტაქტიკური საჰაერო ძალების კონცენტრაცია. მას შემდეგ რაც, კონცენტრირებული ძალა, ლოკალურად გაარღვევდა მოწინააღმდეგის საბრძოლო ხაზს, მცირე ჯგუფი მიდიოდა მოწინააღმდეგის უკანა (ზურგის) პოზიციებისკენ და იქ იწყებდა ბრძოლას. Continue reading

ბლიცკრიგი (პირველი ნაწილი)

ბლიცკრიგი (გერმანულად-ელვისებური ომი) არის ომის წარმოების ფორმა, რომლის დროსაც, ხდება დიდი რაოდენობით, ყველა მოტორიზებული (საავტომობილო ტექნიკით აღჭურვილი)- ტანკების, ქვეითების, არტილერიის, სამხედრო ინჟინრებისა და საჰაერო ძალების კონცენტრაცია- დიდი სისწრაფით, რათა გარღვეულ იქნას მოწინააღმდეგის მეწინავე ჯარების განლაგება. სწრაფი მანევრირებით, ბლიცკრიგი ცდილობს, მოწინააღმდეგეს, თავდაცვისა და საპასუხო ქმედებების ორგანიზების უნარი შეუმციროს. ანუ, ბლიცკრიგის მახასიათებელია, დიდი რაოდენობის საერთო საჯარისო შენაერთების დიდი სიჩქარით, კონცენტრირებული შეტევა. Continue reading