მეხუთე კოლონა

ემილიო მოლა

ემილიო მოლა

მეხუთე კოლონა ეწოდება ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ძირს უთხრის ადამიანთა უფრო დიდ ჯგუფს-შიგნიდან,  როგორიცაა ნაცია ან ალყაშემორტყმული ქალაქი. მეხუთე კოლონის ქმედებები შესაძლოა იყოს დაუფარავი ან შენიღბული. გამოყენებულ ქმედებებს მიეკუთვნება საბოტაჟი, დეზინფორმაციის გავრცელება ან ჯაშუშობა. ადამიანთა ამ ჯგუფს, შეუძლია კოორდინირებულად იმოქმედოს მხარდამჭერ გარე ძალებთან და ხელი შეუწყონ მათ სამხედრო ოპერაციის წარმატებით განხორციელებაში. ამასთანავე, შესაძლოა განხორციელდეს, მხარდამჭერთა ინფილტრაცია, სამიზნე ქვეყნაში არსებულ სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე და შედეგად გავლენა იქონიონ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.

ტერმინი მეხუთე კოლონა, პირველად 1936 წელს, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს გამოიყენეს; კერძოდ ამბოხებულთა გენერალმა, ემილიო მოლამ, ჟურნალისტს უთხრა რომ, მისი ჯარისკაცების ოთხი კოლონა უახლოვდებოდა მადრიდს, ხოლო მხარდამჭერთა მეხუთე კოლონა, ქალაქის შიგნიდან გაუწევდა მათ დახმარებას- რესპუბლიკელთა მთავრობის დამხობაში. შემდგომში ეს ტერმინი ფართოდ გამოიყენებოდა ესპანეთში. ტერმინი დამკვიდრებას ხელი შეუწყო ერნესტ ჰემინგუეის პიესამ-მეხუთე კოლონა, რომელიც მან მადრიდში ცხოვრების იმ პერიოდში დაწერა, როცა ქალაქი იბომბებოდა.

ტერმინის გამოყენების მაგალითები:

1940 წელს, საფრანგეთის სწრაფმა დამარცხებამ, ბევრს აფიქრებინა რომ, ეს „მეხუთე კოლონის“ დამსახურება იყო, ვიდრე უბრალოდ, გერმანელთა სამხედრო უპირატესობის.

ჩრდილოეთ კორეელები, რომლებიც ცხოვრობენ იაპონიაში, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც, იაპონიაში ჩრდილოკორეელ მოქალაქეთა ასოციაციის წევრები (რომელიც თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის მთავრობასთანაა დაკავშირებული) არიან, ზოგიერთი იაპონელის მიერ, “მეხუთე კოლონად” იწოდებიან და ამის გამო, ისინი ზოგჯერ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფის მსხვერპლები ხდებიან.

Leave a comment